კომაროვის სკოლის მე-7 კლასში მისაღები გამოცდა 19 ივლისს ჩატარდება!
- 10 ივლისი, 2025
კომაროვის სკოლის მე-7 კლასში მისაღები გამოცდა 19 ივლისს ჩატარდება!
გამოცდის ჩატარების ადგილი:
სსიპ ქალაქ თბილისის N175 საჯარო სკოლის საგამოცდო ცენტრი (მისამართი: თბილისი, მუხიანის მე-3 მ/კ). ზუსტი ადგილმდებარეობა იხილეთ ბმულზე: https://naec.ge/uploads/postData/EEG-2019/map/Tbilisi-175-a.png
მისაღები გამოცდის ჩატარებას უზრუნველყოფს სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი.
ტესტირებაზე რეგისტრაცია - 09:00 საათიდან დაიწყება;
ტესტირება დაიწყება: 10:00 საათზე.
რეგისტრაციის გასავლელად მოსწავლეები საგამოცდო ცენტრთან 09:00 საათზე უნდა გამოცხადდნენ და თან იქონიონ სკოლის დირექტორის მიერ გაცემული ფოტოსურათიანი ცნობა ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (შესაძლებელია პასპორტი ან ID ბარათი).
გამოცდაზე მოსწავლემ თან უნდა იქონიოს:
· საწერი კალამი, რვეული შავი სამუშაოსთვის, სასურველია, წყალი (პლასტმასის ბოთლით).
· აგრეთვე პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი ( ან აიდი ბარათი, ან პასპორტი, ან სკოლის მიერ გაცემული ფოტოსურათიანი ცნობა). პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის არქონის შემთხვევაში, სკოლა უფლებას იტოვებს, გადაუღოს მოსწავლეს სურათი შემდგომი იდენტიფიკაციისთვის.
ტესტირების ხანგძლივობა 2 საათი და 30 წუთი.
ტესტის სტრუქტურა:
· ტესტი შედგება 25 დახურულბოლოიანი ამოცანისგან.
· 19 ამოცანა - 6 სავარაუდო პასუხით, სწორი პასუხი შეფასდება 2 ქულით
· 6 ამოცანა - 6 სავარაუდო პასუხით, სწორი პასუხები, ამოცანების მიხედვით, შეფასდება 2,1 ქულით, 2,2 ქულით, 2,3 ქულით, 2,4 ქულით, 2,5 ქულით და 2,6 ქულით (მითითებული იქნება ტესტში).
· ტესტის მაქსიმალური ქულაა 52,1.
გამოცდაზე ქცევის წესების სანახავად გადადით ბმულზე
მე-7 კლასში მისაღები გამოცდით სკოლაში მიიღება საუკეთესო შედეგის მქონე 126 მოსწავლე.
აგრეთვე, ის მოსწავლე, რომლის ქულაც დაემთხვევა რეიტინგით 126-ე მოსწავლის შედეგს
მისაღებ გამოცდაში მონაწილეობის უფლება აქვს:
· მოსწავლეს, რომელმაც დაძლია მე-6 კლასი.
· გამოცდაზე არ დაიშვება მოსწავლე, რომელმაც 2024-2025 სასწავლო წელს დაძლია მე-7 კლასი.
გაითვალისწინეთ, 14 ივლისს სრულდება მე-7 კლასის მისაღებ გამოცდაზე რეგისტრაცია. გამოცდაში მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაცია სავალდებულოა ყველა მოსწავლისთვის, მათ შორის, კომაროვის სკოლის შაბათის სკოლის მოსწავლეებისთვისაც.
რეგისტრაციის შესახებ დეტალური ინფორმაციის სანახავად ეწვიეთ ბმულს.
კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ტელეფონის ნომრებზე:
2-396-796 ან მოგვწერეთ ელ. ფოსტაზე: gamocdebi@komarovi.edu.ge
კომაროვის სკოლა გისურვებთ წარმატებას!